ცუდი ამბავი - თორნიკე შენგელიას მინიმუმ 2 თვე გაუცდება
Aa
Aa

ცუდი ამბავი - თორნიკე შენგელიას მინიმუმ 2 თვე გაუცდება

მოსკოვის ცსკა-მ კალათბურთის ქართველი ქომაგებისთვის სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. „არმიელებმა“ თორნიკე შენგელიას ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს და გვაუწყეს, რომ თოკოს მინიმუმ 2 თვე გაუცდება.

„ჩვენი ფორვარდი, თორნიკე შენგელია მარჯვენა მხრის სახსრის ტრავმის გამო, რომელიც ზენიტთან შეხვედრაში მიიღო, გუნდს დიდი ხნით გამოაკლდა. ამჟამად, კალათბურთელი GMS კლინიკაში სამედიცინო შემოწმებას გადის და მკურნალობის ტაქტიკა და სარეაბილიტაციო პერიოდის ზუსტი ვადა დასკვნითი კონსილიუმის შემდეგ გახდება ცნობილი. ექიმების წინასწარი შეფასებით, თოკო მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებს“, - წერია ცსკა-ს განცხადებაში.

თოკოს ტრავმის შესახებ გუშინ დაიწერა. შენგელიას „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩი უნდა გამოეტოვებინა, თუმცა დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა და იგი გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაეხმარება, რაც მისი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე, ორმაგად სამწუხაროა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის გასულ ტურში შენგელია ბრწყინვალე იყო. თორნიკემ პარკეტზე 35 წუთი და 48 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 33 ქულას, 8 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თოკო ევროლიგის ტურის MVP-დ დაასახელეს და მან ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ მიიღო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები