U19 | უმნიშვნელოვანესი მატჩი - საქართველო v ნორვეგია [LIVE]
ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანეს მატჩს რამდენიმე წუთში, თბილისის დროით 17:00 საათზე, ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.
ჯგუფში გამართული 2 მატჩის შემდეგ, 6 ქულით ლიდერი ნორვეგიაა. 4 ქულით მე-2 პოზიციას საქართველო ( 1გამარჯვება , 1 ფრე ) იკავებს, 1 ქულა უელსს აქვს, ხოლო 0 - კოსოვოს.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.
19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.
გამოიწერე ჩვენი Youtube არხი