19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციოს იწყებს | ცნობილია განაცხადი
Aa
Aa

19-წლამდე ნაკრები საკვალიფიკაციოს იწყებს | ცნობილია განაცხადი

ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რომელიც 13 ჯგუფით დაკომპლექტდება. ჩვენი გუნდი X ჯგუფში ითამაშებს და მეტოქეობას ნორვეგიას, უელსსა და კოსოვოს გაუწევს.

შეხვედრები მიმდინარე წლის 6-12 ოქტომბერს გაიმართება, მატჩების მასპინძელი კი ნორვეგია იქნება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი), გიზო მამაგეიშვილი (საბურთალო), გეგი გეგუჩაძე (საბურთალო), ნიკა სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ხაბულიანი (ადანა დემისპორი, თურქეთი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

19-წლამდე ნაკრებს ტრავმის გამო, პორტუს სარეზერვო გუნდის ქართველი ლეგიონერი, გიორგი აბუაშვილი ვერ დაეხმარება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების განრიგი

6 ოქტომბერი, 20:00 | უელსი v საქართველო

9 ოქტომბერი, 20:00 | საქართველო v კოსოვო

12 ოქტომბერი, 19:00 | საქართველო v ნორვეგია

19-წლამდელების სამივე მატჩს ოსლოდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ლავრიკის სტადიონი, ფრამპარკენი უმასპინძლებს.

ტურნირის ფორმატის მიხედვით, ელიტ-რაუნდის საგზურს ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები და 13 ჯგუფში ერთი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს.

19-წლამდე ნაკრებების ევროპის 21-ე ჩემპიონატი 2022 წლის ზაფხულში, სლოვაკეთში შედგება.

ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები