ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | გრიგალაშვილის იპონი 11 წამში
Aa
Aa

ზაგრების საერთაშორისო ტურნირი | გრიგალაშვილის იპონი 11 წამში

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის შემდეგ, ხორვატიაში სტარტი საერთაშორისო ტურნირმა აიღო, სადაც  გულშემატკივარს საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტების ხილვის საშუალება აქვს.

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში საქართველოს დელეგაცია 3 სხვადასხვა წონით კატეგორიაში, 4 სპორტსმენით ასპარეზობს, მათ შორისაა, ტატო გრიგალაშვილი, რომელიც ზაგრების გრან პრიზე მეორე წრიდან ჩაერთო და მოლდოვეთის წარმომადგენელი ნიკონ ზაბოროსკიუსი იპონით, 11 წამში სძლია.

მომდევნო ეტაპზე, 81-კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გრიგალაშვილის მეტოქე, ფრანგ პიერ ბაპტისტი იქნება.

ზაგრების გრან პრი 35 ქვეყნის 246 ძიუდოისტს გააერთიანებს. შეხვედრები ფინიშთან 26 სექტემბერს მივა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები