დოლიძე მორაესთან ბრძოლაზე: „მერაბის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ
Aa
Aa

დოლიძე მორაესთან ბრძოლაზე: „მერაბის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ მერაბ დვალიშვილის მარლონ მორაესთან გასამართ ბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც 26 სექტემბერსაა ჩანიშნული:

ეს ძალიან  საინტერესო ბრძოლაა.

მერაბი ყოველდღიურად ვითარდება და დიდ ნაბიჯებს დგამს. პირადად მე, მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ. ის ყოველთვის თავგანწირვით იბრძვის და მჯერა, გამონაკლისი არც ეს დაპირისპირება იქნება. დვალიშვილი მორაესს შეუტევს და საბოლოოდ, გატეხავს მას.

თავის მხრივ, დვალიშვილიც დარწმუნებულია, რომ ეს ბრძოლა მისი იქნება:

მარლონ მორაესს დიდ პატივს ვცემ , რომელიც UFC-ში დიდი ხნის მანძილზე საუკეთესოს წოდების კანდიდატი იყო.

დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ. მან ზედიზედ 2 ბრძოლა დათმო, თუმცა ეს მოდუნების საშუალებას არ მაძლევს. მარტივი ბრძოლა არ იქნება და კონცენტრირებული პირველი წამიდან შეხვედრის ბოლო წამამდე ვიქნები.

მაქვს სურვილი, შეხვედრის პირველი წამიდან დავამტკიცო, რომ მე ვარ ლიდერი, დომინანტი, მებრძოლი, რომელიც მეტოქეზე ზეწოლას ახდენს.

ამჟამად, მარლონ მორაესი UFC-ის რეიტინგში მე-6 , ხოლო მერაბ დვალიშვილი მე-11 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მორაესისა და დვალიშვილის ბრძოლა 26 სექტემბერს გაიმართება.   ბრაზილიელი მერაბთან ჩხუბს ზედიზედ 2 წაგებით ხვდება (ფონტთან და სენდჰეგენთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა). საბოლოო ჯამში კი მორაესმა MMA-ში ჩატარებული 31 ბრძოლიდან 23 მოიგო, 8 წააგო, 1 კი ფრედ დაასრულა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები