მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

ვინ არის ერთადერთი მებრძოლი, რომელსაც მერაბის დამარცხება შეუძლია? - რას ამბობს ალჯო

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა და ამჟამად, ქვემსუბუქი წონის მებრძოლმა, ალჯამეინ სტერლინგმა MMA Crazy-სთან ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთადერთი მებრძოლი, რომელსაც „ქართველი მანქანას“ დამარცხება შეუძლია, თავად მერაბ დვალიშვილია.

რას ამბობს სტერლინგი:

„მერაბის ბოლო ბრძოლაზე ვიტყოდი, რომ ეს ქარიშხალი ძალიან ახლოს იყო და საბოლოოდ, უნდა მომხდარიყო კიდეც. მერაბი ამ ბრძოლაში უბრალოდ უნაკლო იყო. მისთვის ბევრჯერ მითქვამს, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მისი დამარცხება შეუძლია, თავადვე არის. მან უბრალოდ უნდა გააგრძელოს იმის კეთება, რასაც აკეთებს, თავისი სრულყოფილი სტილი კიდევ უფრო გააუმჯობესოს და პატარ-პატარა პროგრესი შეიტანოს თავის უნარებში. ამის შემდეგ, სხვა ბიჭებისთვის მისი დაჭერა კიდევ უფრო რთული გახდება“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 8 ივნისს, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი შონ ომალის დამარცხებით დაიცვა და დივიზიონის ჩემპიონობა შეინარჩუნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დვალიშვილი: „იანი უმარს საგრძნობლად აღემატება“
დვალიშვილი: „იანი უმარს საგრძნობლად აღემატება“