„ჩემი მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა“ - იტალიის სპორტის მინისტრმა პირლოზე ისაუბრა
იტალიის სპორტის მინისტრმა ანდრეა აბოდიმ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნის გადაწყვეტილების გაუქმების ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.
„იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, მიიღეს თუ არა მოლაპარაკებების შეწყვეტის გადაწყვეტილება და რა მიზეზით.
ჩემი მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა. მე ჩემი შეხედულებები მაქვს და რუსულ ბუკმეკერთან დაკავშირებული სიტუაცია საქმეს არ შველის, თუმცა მე არაფერი მითხოვია და არც ახსნა-განმარტებები მჭირდება.
ეს ისეთი სიტუაციაა, სადაც მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ის, რაც 2022 წლის თებერვლიდან ხდება (ოლიმპიური ზავის დარღვევა), ისეთი დელიკატური საკითხის წინაშე გვაყენებს, რომელიც ზერელე გადაწყვეტილებებს არ უშვებს.
რუსეთთან დაკავშირებული ბუკმეკერის საკითხმა სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა და გადაწყვეტილებას ფედერაციის პრეზიდენტი იღებს.
მე შეცდომის გამოსწორებას ველოდები. მხოლოდ პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხი მაინტერესებს, რადგან ყველა თავის სინდისთან უნდა იყოს მართალი, თუმცა სრულიად აშკარაა, რომ ის, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ანდრეა აბოდიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებში ანდრეა პირლოს დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ გაუქმდა, რაც იტალიელ სპეციალისტს რუსულ საბუკმეკერო კომპანია Fonbet-თან თანამშრომლობა დაიწყო.