ფავორიტები გამოიკვეთნენ? - მიქაუტაძისთვის ბრძოლა გრძელდება
გიორგი მიქაუტაძის მოსაპოვებლად ბრძოლა აქტიურ ფაზაშია შესული და ქართველი შემტევი მოსაპოვებლად რამდენიმე ევროპული გუნდი იბრძვის.
ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა გამოცემა Sports Illustrated-მა დაწერა, რომ რამდენიმე კლუბიდან ყველაზე მეტად „რომა“ და ინგლისის პერმიერ ლიგაში ახლადდაბრუნებული „სანდერლენდი“ აქტიურობენ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ორივე გუნდი „ლიონის“ ხელმძღვანელებთან აქტიურ კავშირზეა და ფრანგულ კლუბში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან. თუ უახლოეს კვირებში „ლიონი“ ფინანსურ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითდება, ამის გამო კი ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი გუნდის ლიდერების გაყიდვაა, მათ შორის გიორგი მიქაიუტაძესიც. იწერება, რომ „ლიონი“ ქართველი ფეხბურთელის გაყიდვას 18-20 მილიონ ევროდ განიხილავს.
ცნობისთვის, მიქაუტაძის შეძენას „სანდერლენდისა“ და „რომას“ გარდა თურქული „ფერენბაჰჩე“, გალათასარაი“ და კიდევ რამდენიმე კლუბი მოიაზრებს.