„დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მე ვიქნები“ - სენდჰეგენი მერაბთან ჩხუბზე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა MMA Fighting-თან ინტერვიუს დროს სატიტულო ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქამრისთვის ჩხუბს ყველაზე მეტად თავად იმსახურებს.
რას ამბობს სენდჰეგენი:
„დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ შანსს მე მივიღებ. არ ვიცი, კიდევ ვინ ჰყავთ კანდიდატად. შესაძლოა, უმარ ნურმაგომედოვთან დაუყოვნებლივ რემატჩი ჩანიშნონ, ასევე, პიოტრ იანი... მაგრამ პიოტრმა ბოლო ორი ბრძოლა გადაწყვეტილებებით მოიგო, მე კი ეს ბიჭები დავაფინიშე. ასე რომ, შემდეგი კანდიდატი მე ვიქნები“.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს, შონ ომალის წინააღმდეგ დაიცვა, ბრძოლის შემდეგ კი განაცხადა, რომ მომდევნო სატიტულო ბრძოლას ყველაზე მეტად კორი სენდჰეგენი იმსახურებს.