„ეს ყველაზე ლოგიკური ვარიანტია“ - UFC თოფურიასა და გეიჯის რემატჩზე მუშაობს
MMA-სთან დაახლოებული ინსაიდერი და ჟურნალისტი აარონ ბრონსტეტერი ამტკიცებს, რომ UFC ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის რემატჩზე მუშაობს. ბრონსტეტერი ამბობს, რომ ამ ბრძოლის ჩანიშვნას პრომოუტერული თვალსაზრისით, აზრი ნამდვილად აქვს.
„ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ პრომოუშენის კუთხით, ეს ნამდვილად ყველაზე ლოგიკური ვარიანტია. თუ ილია მოიგებს, ეს მის სტატუსს კვლავ აამაღლებს, თუ წააგებს, გეიჯი ამომავალ ვარსკვლავზე ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ პენსიაზე გავა, ხოლო დივიზიონი უამრავი რეალური პრეტენდენტით თავიდან გადაიტვირთება“, - დაწერა ბრონსტეტერმა სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე.
თოფურიამ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით წააგო. მეოთხე რაუნდის შემდეგ ილიას კუთხემ ის ბრძოლიდან მოხსნა. შედეგად, „ელ მატადორმა“ ჩემპიონის ქამარი დაკარგა. ეს ქართველი მებრძოლისთვის კარიერაში პირველი მარცხი აღმოჩნდა.