„კარიერის პიკში სწორედ ახლაა“ | მალიხინს ეჭვი არ ეპარება, რომ იანი მერაბს მოუგებს
ONE Championship-ის ჩემპიონმა, ანატოლი მალიხინმა, რომელმაც პიოტრ იანისა და ალჯამეინ სტერლინგის ჩხუბზე მერაბ დვალიშვილთან სანაძლეო წააგო, „მანქანაზე“ ისაუბრა. მალიხინი იანისა და მერაბის მესამე ორთაბრძოლას გამოეხმაურა და საკუთარი პროგნოზი გააკეთა.
„როდესაც იანი იდეალურ ფორმაშია, მისი დამარცხება უბრალოდ შეუძლებელია. მის წინააღმდეგ მეც არაფერი გამომდის. ფიზიკურად პატარაა, მაგრამ ისეთი დარტყმები აქვს, თითქოს ჯოხს გირტყამენ. მას საოცარი ფიზიკა აქვს. თუ ტრავმა არ აწუხებს, საუკეთესო მებრძოლია და მის წინააღმდეგ არავის არაფერი გამოსდის.
მერაბიც ცხოველია. მას მოგებების ბრწყინვალე სერია ჰქონდა, მაგრამ პიოტრი ცხოველებს ანადგურებს! მენტალურად იანს მომატებული აქვს. სამი წლის წინ საერთოდ სხვა ფიქრები ჰქონდა, ახლა კი სწორად აზროვნებს. იანი პიკში სწორედ ახლა იმყოფება და ვფიქრობ, ამას ყველას დაუმტკიცებს“.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირებას 24 ოქტომბერს ვიხილავთ. UFC 333 აბუ-დაბიში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევის საჩემპიონო ჩხუბია.
რაც შეეხება მალიხინსა და დვალიშვილს, იანისა და „ალჯოს“ მეორე ჩხუბისას მათ სანაძლეო დადეს და გამარჯვებულს წაგებულისთვის 50 000 აშშ დოლარი უნდა ჩაერიცხა. სტერლინგმა იანი დაამარცხა, მაგრამ მერაბის თქმით, მალიხინს მისთვის ფული სრულად არ გადაურიცხია.