მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„ბედნიერი და სევდიანი ერთდროულად ვიყავი“ | ვინ იყო მერაბისთვის ყველაზე რთული მეტოქე

მერაბ დვალიშვილმა Beyond The Win-ის იუთუბ-არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა. „მანქანამ“ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და დაასახელა მებრძოლი, რომელიც მისთვის ყველაზე რთული მოწინააღმდეგე იყო.

„ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე ვინც კი მყოლია? ჟოზე ალდო. კარგ ფორმაში იყო, ჩემთან ჩხუბამდე ჩვენს წონით დივიზიონში ზედიზედ სამი მოგება ჰქონდა და მის წინააღმდეგ თეიქდაუნის შესრულება ურთულესი გახლდათ.

ჩემზე ბევრად გამოცდილი მებრძოლი იყო და მას უდიდეს პატივს ვცემ. როდესაც დავამარცხე, ერთდროულად ბედნიერი და დამწუხრებული ვიყავი, რადგან ჩემთვის ის ნამდვილი ლეგენდა და მისაბაძი მაგალითია“.

მერაბ დვალიშვილისა და ჟოზე ალდოს დაპირისპირება 2022 წლის აგვისტოში, UFC 278-ზე გაიმართა. ქართველმა მებრძოლმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ორმა მსაჯმა მერაბს ორი რაუნდი მიაკუთვნა, ერთმა კი სამივე რაუნდი მას მისცა.

დვალიშვილთან წაგების შემდეგ ალდომ კიდევ სამი ორთაბრძოლა გამართა. 2024 წელს მან ჯონათან მარტინესი დაამარცხა, შემდეგ კი მარიო ბაუტისტასთან და აიემან ზაჰაბისთან წააგო. ბრაზილიელი UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია და ტიტული კონორ მაკგრეგორთან მარცხით დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაღესტნელები ჩემსავით არ გარისკავდნენ“ - შავკატმა საიდუმლო გაამხილა
„დაღესტნელები ჩემსავით არ გარისკავდნენ“ - შავკატმა საიდუმლო გაამხილა