ლევან კორღალიძე, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

„მჯერა და მწამს, რომ მალმიოს გამოთიშვა შეგვიძლია“ - კორღალიძის პრესკონფერენცია

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიას“ მეტოქე შვედეთის ჩემპიონი „მალმიოა“. პირველი შეხვედრის წინ, რომელიც „მიხეილ მესხზე“ გაიმართება, თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და ფეხბურთელმა, გიზი მამაგეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ლევან კორღალიძე:

ძალიან კმაყოფილი ვარ მოსამზადებელი ეტაპით, ბევრი რამ დავგეგმეთ,  რაც ასეთ მნიშვნელოვან თამაშებში ძალიან გამოგვადგება. მწვრთნელი, რომელიც იტყვის, რომ სელექციით ბოლომდე კმაყოფილია, ვფიქრობ, იტყუება. ჩვენს გუნდში ლეგიონერების ინტეგრირება ძალიან მალე მოხდა. ეს უფრო უკეთესად ხვალინდელ თამაშში გამოჩნდება, მაგრამ გუნდში მათ ადაპტაციას დადებითად ვაფასებ.

ივა გელაშვილო ჯერჯერობით, ჩვენთანაა, მაგრამ ორი-სამი თვის შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი. მისი ძალიან დიდი იმედი მაქვს და მიხარია, რომ ჩვენთანაა.

ჩვენ ყველა თამაშში გამარჯვებისთვის ვიბრძვით. ასე იყო სუპერთასზეც. გამარჯვებაც ძლიან გვინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შევძელით.

მეტოქე მცველების დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის. მალმიოს გუშინწინაც თამაში ჰქონდა და ნამდვილად აქვთ რესურსი, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები უპრობლემოდ შეცვალონ. ამ თამაშს ვუყურეთ და განვიხილეთ.

წინა სეზონში მალმიო ჩემპიონო გახდა და ძალიან ძლიერი გუნდია. რა თქმა უნდა, იდეალური გუნდი არ არსებობს და როგორც ყველა გუნდს, მათაც აქვთ მინუსები, ვეცდებით ეს მინუსები ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

ძალიან ბევრი თამაში ვნახეთ და მალმიო ძალიან მობილური გუნდია, თამაშის მიმდინარეობისას სისტემას რამდენჯერმე ცვლიან. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში იყვნენ და ძალიან ძლიერი გუნდია. იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზე ჩვენ გავალთ, ამის რწმენა და იმედი ყველას გვაქვს.

სუპერთასზე რამდენიმე სისტემა მოვსინჯეთ, ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში რამდენჯერმე სამმცველიან სისტემაზე გადავეწყვეთ. ამიტომ ასეთ თამაშებში ჩემპიონთა ლიგაზე გეგმა ბ აუცილებელია. სიახლეები და ცვლილებები იქნება იქიდან გამომდინარე, თუ რა სჭირდება ხვალინდელ თამაშს.

მალმიომ სწრაფი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, შეტევაზე სწრაფად გადადის და სწრაფად უტევს. მათ თამაშში ბურთის ფლობა დიდად არ ჩანს, მობილური გუნდია, რომელიც დაცვიდან შეტევაში კარგად გადადის, ეს თვალშისაცემია.

გიზი მამაგეიშვილი:

ერთი წამით არ მქონდა განცდა, რონ დავითრგუნე და ევროპაზე ჩარჩენილი ემოციები მქონდა. კონცენტრირებული ვარ ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე.

ძალიან კარგია რომ ძლიერ მეტოქეს ვხვდებით, რადგან ვიცით რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს ხვალ გულშემატკივარი მოვა და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

გუნდებს შორის პირველი შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხზე“ 8 ივლისს გაიმართება, თამაში 20:00 საათზე დაიწყება.  ბილეთების შეძენა Abaula.ge-ზეა შესაძლებელი. ასევე, მატჩის დღეს 13:00 საათიდან სალაროები იმუშავებს.

გუნდები საპასუხო მატჩს მალმიოში, „ელედაზე“ 15 ივლისს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ ჩაიშალა საზონოვის ტრანსფერი გერმანიაში | ტორინო ისევ გაანათხოვრებს
რატომ ჩაიშალა საზონოვის ტრანსფერი გერმანიაში | ტორინო ისევ გაანათხოვრებს