კილიან მბაპე
Aa
Aa

სარჩელი უკან გაიტანა - მბაპე სენ-ჟერმენს აღარ უჩივის

კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ სასამართლოში შეტანილი სარჩელი უკან გაიტანა. საფრანგეთის ნაკრების 26 წლის კაპიტანი დედაქალაქურ გრანდს 2023 წლის ზაფხულში მასზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებდა, რა გზითაც ის აიძულეს კლუბთან კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა, იქამდე კი საწვრთნელი პროცესიდან მოკვეთილი იყო, რაც ფიზიკური კონდიციების შენარჩუნებაში ხელს უშლიდა.

როგორც მბაპეს გარემოცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სარჩელის უკან გატანა მათი მხრიდან უკან დახევას არაფრის დიდებით არ ნიშნავდა. უბრალოდ, თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მსგავსი საკითხებით გონება აღარ გადაიტვირთოს და მხოლოდ საფეხბურთო თემებზე იყოს კონცენტრირებული, რაც „რეალის“ შემადგენლობაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. არსებობს ასევე მეორე, ეგრეთწოდებული „ბონუსების საქმე“, რომელზეც  კილიანი „სენ-ჟერმენს“ ისევ ედავება და ყოფილი გუნდისგან 55 მილიონი ევროს გადახდას ამ დრომდე ითხოვს.

ცნობისათვის, მბაპე ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და „რეალი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ხვალ სწორედ მის ყოფილ გუნდს „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება - თამაში თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“პსჟ ჩვენთვის დიდი გამოწვევაა“ - ალოსნო დორტმუნდის დამარცხების შემდეგ
“პსჟ ჩვენთვის დიდი გამოწვევაა“ - ალოსნო დორტმუნდის დამარცხების შემდეგ