ილია თოფურია, დიეგო ლოპესი
Aa
Aa

„დიდ პროგრესს მიაღწია“ | დიეგო ლოპესი თოფურიას აქებს

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, დიეგო ლოპესმა, განაცხადა, რომ ილია თოფურია Pound for Pound რეიტინგის პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს. ლოპესის თქმით, „ელ მატადორმა“ დიდ პროგრესს მიაღწია და ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზული პრობლემაა.

„ჩარლზისა და ილიას ჩხუბში კარგად ვიცოდით, საბრძოლო სტილის გამო რა მოხდებოდა. ოლივეირას ფანებს არ უნდოდათ ეს ენახათ, თუმცა ქომაგობა გვერდზე უნდა გადადო და ილიას ტექნიკა დააფასო. ვიცოდით, რომ თოფურიას ზუსტი დარტყმა ჩარლზს დააძინებდა — და სწორედ ეს მოხდა.

თოფურიას პრობლემები სადებიუტო ჩხუბისას ჰქონდა და კიდევ ჯაი ჰერბერტთან გაუჭირდა, რომელიც დაანოკაუტა — სულ ესაა. ამ ორთაბრძოლის შემდეგ, ილიამ დიდ პროგრესს მიაღწია და როგორც მებრძოლი, განვითარდა. მან გამაკვირვა, როდესაც ვნახე, რომ ჩარლზი ძალიან კარგ პოზიციაში იყო, რომ თეიქდაუნი შეესრულებინა, თუმცა ილიამ ამის უფლება არ მისცა. ამ მომენტში ჩემს მეგობარს გავხედე და ვუთხარი, ილია სერიოზული პრობლემაა-მეთქი.

თოფურია პრობლემაა, რადგან კრივის გარდა სხვა რაღაცებიც იცის. იცის, როგორ იჭიდავოს და შეუძლია, ისლამს პრობლემები შეუქმნას. მეორე მხრივ, არც ისაა გამორიცხული, ორთაბრძოლა საერთოდ სხვა სცენარით წარიმართოს. თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და შანსები 50/50-ზეა.“

შეგახსენებთ, რომ ლოპესი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლია და საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების შანსიც ჰქონდა. დიეგო ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა და მიზანს ვერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - სპორტინგმა ქოჩორაშვილი წარადგინა
„გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - სპორტინგმა ქოჩორაშვილი წარადგინა