გიორგი ქოჩორაშვილი, ლისაბონის სპორტინგი
Aa
Aa

„გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - სპორტინგმა ქოჩორაშვილი წარადგინა

ლისაბონის „სპორტინგმა“ გიორგი ქოჩორაშვილი ოფიციალურად წარადგინა. ქართველმა ნახევარმცველმა დღეს პორტუგალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც ოფიციალური ხელშეკრულებაც გააფორმა.

„სპორტინგის“ ვებ-გვერდზე ქოჩორაშვილის კომენტარიც ვრცელდება, სადაც ის ლისაბონურ გუნდში გადასვლის მიზეზებზე საუბრობს.

გიორგი ქოჩორაშვილი:

„კაპიტანი ამერიკას ისტორიაში ამბობდნენ, რომ ის სუსტი იყო და მზად არ იყო. შემდეგ გარდაქმნეს და სამყარო გადაარჩინა, ხალხს დაეხმარა. როდესაც ამას აღვნიშნავ, ეს იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ეუბნებიან, რომ ისინი გამოწვევებისთვის მზად არ არიან. მე კი მათ ვეუბნები, რომ თუ მე შევძელი და თუ კაპიტანმა ამერიკამ შეძლო, თქვენც შეგიძლიათ ამის გაკეთება. თქვენ უნდა გჯეროდეთ, იშრომოთ და დისციპლინა დაიცვათ“.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა

„როდესაც პატარა ვიყავი, ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს ამის გაკეთებას შევძლებდი. არ მაძლევდნენ ჩემპიონთა ლიგის თამაშების ყურების უფლებას, რადგან ჩვენთან ძალიან გვიანი იყო და ძილი მჭირდებოდა, მაგრამ ახლა ოცნებას ავისრულებ. უბრალოდ, მინდა გუნდს დავეხმარო, რადგან გუნდური წარმატება ყველაზე მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ შემიძლია ამ წარმატებაში წვლილი როგორც მოედანზე, ისე მოედნის მიღმაც შევიტანო“.

„კლუბში ყველამ ძალიან კარგად მიმიღო, თითქოს მათი ძმა, ან შვილი ვყოფილიყავი. როდესაც ახალ სახლში შედიხარ, თავს სხვანაირად გრძნობ, მაგრამ ერთ-ორ დღეში თავი უკვე მათ ნაწილად მაგრძნობინეს“.

„სპორტინგი დიდი კლუბია, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს. ერთი სული მაქვს მოედანზე გასვლის და ამ ატმოსფეროს შეგრძნობის“.

„რა თქმა უნდა, სირთულეები გვექნება, მაგრამ ვიცი, რომ თუ ერთად ვიქნებით, იმის გაგრძელება შეგვეძლება, რაც აქამდე გაკეთდა. ბევრს ვიმუშავებ იმისთვის, რათა ვაჩვენო, რომ ამ მაისურის ტარებას ვიმსახურებ“.

„ყოველწლიურად ვცდილობ, რომ სათამაშო დეტალები გავაუმჯობესო, ნახევარმცველი ვარ, რომელიც როგორც დაცვაში, ისე შეტევაში ყველაფერს ვაკეთებ. ვცდილობ თამაშის ტემპის გაკონტროლებას და საჯარიმოში შესვლას“.

„გოლების გატანა ყველას გვიყვარს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემს თანაგუნდელებს დავეხმარო, სადაც ეს საჭირო იქნება. თუ მცველებს, ან ვინგერებს დავჭირდები, მე იქ ვიქნები. მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც თანაგუნდელებს ღირებულებას შემატებს. სიტყვები, რომლებიც ყველაზე მეტად მომწონს, არის შეუპოვრობა და გამძლეობა. სირთულეები გვექნება, მაგრამ ყოველდღიურად ვიმუშავებ მათ დასაძლევად“.

„გულშემატკივრებს ვეტყვი, რომ ერთად ვისიამოვნოთ, ვიბრძოლოთ და თავდაჯერებულები ვიყოთ. ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვისიამოვნოთ იმით, რასაც ვაკეთებთ. მოდით, ყველამ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ გუნდის წარმატებაში და მჯერა, რომ ეს ძალიან ლამაზი იქნება“.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლისაბონის „სპორტინგთან“ კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა და ოფიციალურად, მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.

ქართველი ნახევარმცველი „სპორტინგში“ „ლევანტედან“ გადავიდა. საგულისხმოა, რომ გასულ სეზონში ქოჩორაშვილმა ესპანურ გუნდთან ლა ლიგა 2 მოიგო და „ლევანტეს“ ლიგა 1-ში დაბრუნებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა რეალის წინააღმდეგ | სამეფო კლუბმა დორტმუნდი დაამარცხა
კვარა რეალის წინააღმდეგ | სამეფო კლუბმა დორტმუნდი დაამარცხა