ილია თოფურია
Aa
Aa

„ვიცი, თოფურია როგორ უნდა დავამარცხოთ“ | UFC-ის მებრძოლის სასაცილო ვიდეო

ჩარლზ ჟურდენი UFC-ის მებრძოლია, რომელიც სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში გამოდის. ჟურდენს კარიერის დიდი ნაწილი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში აქვს გატარებული და ილია თოფურიასთან უნდა ეჩხუბა კიდეც. მისი და „ელ მატადორის“ დაპირისპირება UFC 270-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა ილია ორთაბრძოლას წონის კლებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ჩაეხსნა.

ჟურდენი თოფურიას კარგად იცნობს და მის მიმართ პატივისცემას ყოველთვის გამოხატავდა. ამჯერად, კანადელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში სასაცილო ვიდეო გამოაქვეყნა და MMA-ის გულშემატკივრებს აჩვენა გზა, რომლითაც ილიას დამარცხებაა შესაძლებელი.

„ხალხო, თოფურიას წლების განმავლობაში ვსწავლობდი და, როგორც იქნა, ვიცი, როგორ უნდა დავამარცხოთ. ილიას დაბალი დგომი აქვს, თქვენც უნდა დაიხაროთ და...“ (ამ დროს ჟურდენი წელზე დამაგრებულ ცეცხლსასროლ იარაღს იღებს, წარმოსახვით მეტოქეს უმიზნებს და ასე იმარჯვებს).

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორი“ Pound for Pound რეიტინგის პირველი ნომერია და ისლამ მახაჩევის 602-დღიანი დომინაცია დაასრულა. თოფურიამ ბოლო ჩხუბში ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და ახალი მეტოქის მოლოდინშია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - სპორტინგმა ქოჩორაშვილი წარადგინა
„გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - სპორტინგმა ქოჩორაშვილი წარადგინა