პედი პიმბლეტი
Aa
Aa

პიმბლეტი: „ორი დივიზიონის ჩემპიონობა მინდა“

პედი პიმბლეტიზე უაზროდ ამბიციური ადამიანი არამხოლოდ შერეულ ორთაბრძოლებში, არამედ მთლიანად სპორტის სამყაროში ბევრი არ მოიძებნება. 30 წლის ლივერპულელი მებრძოლი მსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბის დამთავრებისთანავე, ილია თოფურიასთან დაპირისპირების სურვილით იყო შეპყრობილი და UFC-ის ხელმძღვანელებს მოუწოდებს, რომ „ელ მატადორთან“ ქამრისთვის ჩხუბი რაც შეიძლება მალე ჩაუნიშნონ. თუმცა, როგორც ჩანს მისი სურვილები და მიზნები ამით არ შემოიფარგლება და კიდევ უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს, რაზეც ინგლისურ პრესასთან ისაუბრა.

რას ამბობს პიმბლეტი

როდესაც მსუბუქი წონის ჩემპიონი გავხდები, ქვესაშუალო დივიზიონში ავალ და მეორე ქამარსაც მოვიპოვებ. 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში არის ძალიან ბევრი შესაძლო ოპონენტი, რომლებთან ჩხუბითაც დაინტერესებული ვარ. თუმცა, ახლა ამაზე ნაკლებად ვფიქრობ და ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქ წონით დივიზიონში წარმატებების მიღწევაზე ვარ ფოკუსირებული.

შეგახსენებთ, რომ პედი პიმბლეტს UFC-ში ზედიზედ შვიდი მოგება უმაგრებს ზურგს, თუმცა უმრავლესობა თვლის, რომ შედეგებიდან გამომდინარე, საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურიასთან შეხვედრას მასზე უფრო მეტად ჯასტინ გეიჯი და არმან ცარუკიანი იმსახურებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გეიჯი ყველაზე ახლოსაა“ - ვინ იქნება თოფურიას მომდევნო მეტოქე?
„გეიჯი ყველაზე ახლოსაა“ - ვინ იქნება თოფურიას მომდევნო მეტოქე?