მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„ვფიქრობ, მასზე უკეთესი მებრძოლი ვარ“ | მერაბმა იანზე ისაუბრა

მერაბ დვალიშვილმა Beyond The Win-ის იუთუბ-არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა. UFC-ის ქართველმა მებრძოლმა პიოტრ იანზე ისაუბრა, რომელთანაც ოქტომბერში საჩემპიონო ორთაბრძოლა ელოდება, და აღნიშნა, რომ მასთან მეორე ჩხუბამდე შეცდომები დაუშვა.

„ბოლო მარცხთან დაკავშირებით ყველაზე რთული ის იყო, რომ ვფიქრობ, პიოტრ იანზე უკეთესი მებრძოლი ვარ. წაგება ნამდვილად ცუდია, მაგრამ ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს. იანთან ჩხუბს ღონისძიების გამართვამდე ორი თვით ადრე დავთანხმდი. ეს ძალიან ცოტა დრო იყო.

იანისნაირი რთული მეტოქის წინააღმდეგ საჩხუბრად დასვენება და კარგი მოსამზადებელი კემპი გჭირდება. არ დამისვენია და მძიმე მოსამზადებელი კემპი გავიარე, რამაც გადამწვა. თავის გასამართლებელ მიზეზებს არ ვეძებ. ვიცოდი, რომ რისკი იყო და ასეთი ადამიანი ვარ — ყოველთვის ვრისკავ და მაქსიმუმს ვაკეთებ. წავაგე, მაგრამ არაფერს ვნანობ, რადგან მასთან ტრილოგია მექნება და ყველაფერს გამოვასწორებ“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის მესამე დაპირისპირებას 24 ოქტომბერს ვიხილავთ. ღონისძიება აბუ-დაბიში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მოვსარ ევლოევის საჩემპიონო ჩხუბია. მერაბი და იანი თანამთავარი მოვლენის მონაწილეები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს“ - კვერნაძის კომენტარი
„საქართველოს ნაკრებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს“ - კვერნაძის კომენტარი