ზედიზედ მესამე ტიტულთან ახლოს: გორგოძე წყვილთა თანრიგის ფინალშია
Aa
Aa

ზედიზედ მესამე ტიტულთან ახლოს: გორგოძე წყვილთა თანრიგის ფინალშია

OPEN CIUDAD DE VALENCIA-ში ეკო გორგოძისა და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი დუეტი წყვილთა თანრიგში წარმატებით ასპარეზობას აგრძელებს. მათ ნახევარფინალში ესპანელი კავაე რეიმერსი და ჩილელი დანიელა სეგუელი ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხეს და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს, სადაც ესპანელ ალიონა ბოლშოვა ზადოინოვასა და ვენესუელელ ანდრეა გამიზს  დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალურ სტადიაზე ქართულ-ბრაზილიურმა დუეტმა ბერძნულ-ბრიტანული წყვილს, სარა გრეის და დესპინა პაპამიჩაილს 2 სეტში 6:4 6:3 მოუგო.

აღნიშნული ტურნირის საპრიზო ფონდი 80 000 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, წყვილთა თანრიგში ეკო გორგოძემ ზედიზედ ორი ტიტული მოიგო. კერძოდ, კარლსრუეში 115-ათასიან ტურნირი რუმინელ ირინა ბარასთან ერთად, ხოლო ვალენსიაში გამართული 80-ათასიან ტურნირში მისი მეწყვილე ბელგიელი ისალინ ბონავენტურე იყო.

გორგოძეს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ ზედიზედ მესამე ტიტულის მფლობელი გახდეს. OPEN CIUDAD DE VALENCIA-ს ტურნირის ფინალური დაპირისპირება 24 სექტემბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები