წარმატებული სტარტი - ბოლქვაძემ იაპონელი მეტოქე დაამარცხა
Aa
Aa

წარმატებული სტარტი - ბოლქვაძემ იაპონელი მეტოქე დაამარცხა

ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე აშშ-ში იმყოფება და მონაწილეობას კოლუმბუსის მიმდინარე ჩელენჯერში იღებს.

გათამაშებაში ბოლქვაძე მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და პირველ შეხვედრაში იაპონელი კურუმი ნარა 2 სეტში ანგარიშით 6:2 7:5 დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა კორტზე საათი და 20 წუთი გაატარა,ამ დროის განმავლობაში კი 7 ეისი შეასრულა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

მომდევნო წრეში ბოლქვაძე ჩინელ ქსიანუ ვანგსა და ტაივანელ ენ შუო ლიანგს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ მარიამი ბოლოს ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობდა,სადაც მეორე წრეში ტურნირის სენსაციურ გამარჯვებულთან დიდ ბრიტანელ ემა რადუკანუსთან დამარცხდა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები