საერთაშორისო ტურნირი - ყვითელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

საერთაშორისო ტურნირი - ყვითელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

იტალიის ქალაქ ბერგამოში ფიგურულ ციგურაობაში  ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა,სადაც მამაკაცთა კატეგორიაში ახალ სეზონზე ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა პირველად იასპარეზა.

მორისმა ამ ტურნირზე თავისი ახალი პროგრამები წარმოადგინა და 17 ქვეყნის 23 მონაწილე მამაკაცს შორის ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში 3 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა და ტურნირის ამ ნაწილში მეორე პოზიციაზე აღმოჩნდა,ხოლო ორი პროგრამის ჯამში კი 236,18 ქულით მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ,რომ ქართველი სპორტსმენები  სხვადასხვა საერთაშორისო სტარტისათვის ემზადებიან, მათ შორის იუნიორებისა და სენიორების გრან პრის ეტაპების, ჩელენჯერის ტურნირებისა და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირისათვის, რომელიც სექტემბრის ბოლოს  გერმანიის ქალაქ ობერზდორფში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები