ღამე კორტის დარბაზაში ეძინა - დილას გამოვიდა და ამავე კორტზე მოიგო
Aa
Aa

ღამე კორტის დარბაზაში ეძინა - დილას გამოვიდა და ამავე კორტზე მოიგო

ყოფილი ნომერ პირველი ჩოგბურთელი და დიდი სლემების სამგზის გამარჯვებული გერმანელი ანჟელიკ კერბერი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს სადაც მას სატრენაჟორო დარბაზში ძინავს.

მიზეზად კი ნიუ-იურკში მოვარდნილ ქარიშხალს იდას ადანაშაულებს. ოთხშაბათს გასამართი დაპირისპირება სახურავის პრობლემის გამო გადაიდო. გაძლიერებული ქარიშხალის შედეგად კი ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა და ჩოგბურთელს სპორტულ კომპლექსში დარჩენა მოუწია.

2016 წლის ჩემპიონმა არტურ ეშის სტადიონის დარბაზში დაიძინა, ხოლო დილით იმავე სტადიონის კორტზე უკრაინელი ანგელინა კალინინა 2 სეტში 6:3 6:2 დაამარცხა. მესამე წრეში გერმანელი ჩოგბურთელი ამერიკელ სლოუნ სტივენსს დაუპირისპრიდება.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები