ტოკიო 2020 - ავთანდილ კენჭაძე უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - ავთანდილ კენჭაძე უმედლოდ დარჩა

ტოკიოშ მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე უმედლოდ დარჩა.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ფალავანი მერვედფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან იტალიის სახელით მოასპარეზე ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა.

სამწუხაროდ ჩამიზომ ფინალში ვერ გააღწია და ავთო ოლიმპიადას გამოეთიშა. შეგახსენებთ,რომ დღესვე 125 კილოგრამ წონით კატეგორიის ნახევარფინალში სამგზის მსოფლიო ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი იასპარეზებს.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 7 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვეს. ვერცხლის პრიზიორები კი ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი და ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. 

გამოსარჩევია, რომ ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელიც ორგზის ოლიმპირური ჩემპიონი გახდა, ხოლო შავდათუაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები