ტოკიო 2020 - გიორგი მელია უმედლოდ დარჩა
Aa
Aa

ტოკიო 2020 - გიორგი მელია უმედლოდ დარჩა

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელია უმედლოდ დარჩა

97 კილოგრამი წონითი კატეგორიის რეპეშაჟში ქართველი ფალავანი უნგრელ ალექს გერგო ჟოკესთან დამარცხდა.

მელია ოლიმპიურ თამაშებზე გუშინ მერვედფინალიდან ჩაერთო და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრთან მსოფლიო ჩემპიონთან მუსა ევლოევთან ანგარიშით 3:1 წააგო.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 6 მედალია. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ძიუდოს 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურმა მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორები კი ასევე ძიუდოისტები ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი გახდნენ. ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. გუშინ კი ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გამოსარჩევია, რომ შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ზედიზედ სამი მედალი მოიპოვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები