იოლი გამარჯვება - ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე დაამარცხა
Aa
Aa

იოლი გამარჯვება - ბასილაშვილმა ესპანელი მეტოქე დაამარცხა

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი წრე დაძლია. ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ რობერტო კარბალეს ბაენას დაუპირისპირდა და მეტოქე იოლად ორ სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა 1:14 საათს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ნიკოლოზმა 2 ეისი შეასრულა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ასევე ბასილაშვილმა მეტოქეს ბრეიკი ოთხჯერ გაუკეთა.

ესპანელი ჩოგბურთელის ბარიერის დაძლევის შემდეგ, ნიკოლოზი ტარო დანიელსა და ლორენცო სონეგოს შორის საუკეთესოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე, ჩოგბურთელებს Ariake Coliseum-ი უმასპინძლებს. ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 35 ქვეყნის 64 ჩოგბურთელი გამოდის. ბასილაშვილი ოლიმპიადაზე ზედიზედ მეორედ ასპარეზობს. 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მან პირველი წრე ვერ დაძლია და პაბლო კუევასთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები