არგენტინამ ბრაზილია დაამარცხა! მესის პირველი სანაკრებო ტიტული!
Aa
Aa

არგენტინამ ბრაზილია დაამარცხა! მესის პირველი სანაკრებო ტიტული!

1993 წლის შემდეგ - არგენტინის ნაკრებმა კოპა ამერიკა მოიგო! მესი პირველ დიდ სანაკრებო ტიტულს დაეუფლა!

კოპა ამერიკის ფინალში, „მარაკანაზე“ არგენტინამ ბრაზილიას 1:0 მოუგო და უიღბლო სერია დაასრულა.

მატჩი მოსალოდნელად დაძაბული, უხეში და ემოციებით სავსე იყო. ანგარიში პირველივე ტაიმში გაიხსნა. 22-ე წუთზე როდრიგო დე პაულმა ცენტრიდან ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ, ანხელ დი მარია მეკარესთან ერთი-ერთზე დატოვა. პსჟ-ს შემტევმა ედერსონს ბურთი თავზე მოხდენილად გადაუგდო - 1:0.

ამის შემდეგ, „ალბისელესტემ“ სათამაშო სტილი შეცვალა და კონტრშეტევებზე გადავიდა. ბურთს მთლიანად ბრაზილია აკონტროლებდა.

პირველი ტაიმი არგენტინის იყო, მეორე „სელესაოს“, თუმცა ტიტეს გუნდმა გოლის გატანა ვერ შეძლო და ლიონელ სკალონის გუნდმა თასი დამსახურებულად აღმართა.

თითოეულ არგენტინელ ფეხბურთელს საოცარი მოტივაცია ეტყობოდა. მოედნის ყოველი მეტრისთვის არანორმალურად მონდომებით იბრძოდნენ და მსაჯის სასტვენისთანავე მათი ემოციები ამ ყველაფრის ნათელი დასტურია.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები