Aa Aa
10 ივლისი 2021  |  20:09

ისტორიაში პირველად - ეშლი ბარტი უიმბლდონის ჩემპიონია!

დასრულდა 2021 წლის უიმბლდონის ქალთა თანრიგის ფინალი ეშლი ბარტსა და კაროლინა პლიშკოვას შორის. ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა სამ სეტში 6:3 6:7 6:4 გაიმარჯვა და პირველი უიმბლდონის ტიტული მოიპოვა. აქამდე ბარტის 1 დიდი სლემის ტურნირი საფრანგეთის ღია პირველობა ჰქონდა მოგებული.

პირველი სეტი ეშლის კარნახით წარიმართა. რეიტინგის პირველმა ნომერმა ზედიზედ 2 ბრეიკი შეასრულა და 4:0-ს იგებდა, თუმცა შემდეგ თავისი ჩაწოდება დათმო. ანგარიში 4:1 გახდა, პლიშკოვა აწვდიდა, თუმცა ჩეხმა სპორტსმენმა უმალ თავისი ჩაწოდება წააგო და ბარტიმ უპირატესობა განიმტკიცა. სეტზე ჩაწოდებისას ეშლი ისევ დაბრეიკდა, თუმცა უპირატესობა მაინც ჰქონდა და სეტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში ბარტი ბრეიკით იგებდა, თუმცა კაროლინამ მეტოქის ჩაწოდება აიღო და ანგარიში გაათანაბრა. მსგავსი რამ კიდევ ერთხელ მოხდა. მოთამაშეებმა გეიმები გაცვალეს და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ჩეხი ჩოგბურთელი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და სეტი მოიგო.

გადამწყვეტ სეტში ეშლი ბარტიმ თავიდანვე შეასრულა ბრეიკი, უპირატესობა მოიპოვა და გამარჯვების შანსი ხელიდან აღარ გაუშვია. 6:3 - ავსტრალიელი ჩოგბურთელი უიმბლდონის გამარჯვებულია. ცნობისთვის, ამჟამად 25 წლის ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგს 9635 ქულით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage