Aa Aa
9 ივლისი 2021  |  21:44

ისევ გერმანიაში, ისევ ტიტულისთვის - ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე ითამაშებს!

12 ივლისს ჰამბურგში ევროპის ღია პირველობა აიღებს სტარტს. გეტყვით, რომ ეს ტურნირი 500-ქულიანთა კატეგორიას მიეკუთვნება და საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ქართველი გულშემატკივრებისთვის კი ჰამბურგის ტურნირი მეტად მნიშვნელოვანია.

საქართველოს პირველმა და მსოფლიოს რეიტინგის 29-ე ნომერმა ხსენებული ტურნირი ზედიზედ(2018, 2019 წლებში) მოიგო და წელს კიდევ ერთხელ შეეცდება ტიტულის დაუფლებას. 2018 წელს ნიკოლოზმა ფინალში ლეონარდო მაიერი დაამარცხა, ხოლო 2019-ში კი ანდრეი რუბლიოვი.

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე მე-3 ნომრად არის განთესილი. ჯერჯერობით ყველა მოთამაშის ვინაობა ცნობილი არ არის. ATP-ის ოფიციალური ვებ-საიტის მიხედვით გერმანიაში ნიკოლოზ ბასილაშვილი, სტეფანოს ციციპასი, კარენო ბუსტა, ოჟე ალიასიმი, ასლან კარაცევი, რამოს-ვინოლასი, დუსან ლაიოვიჩი და ფილიპ კრაინოვიჩი ითამაშებენ.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში