„რა ლამაზი ხარ
Aa
Aa

„რა ლამაზი ხარ"! - იტალიური გაზეთები სკუადრა აძურას გამარჯვებას გამოეხმაურნენ

იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. „სკუადრა აძურამ“ ბელგიას 2-1 აჯობა და სანუკვარი თასისკენ მიმავალ გზაზე, მისი მომდევნო მეტოქე ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

მანჩინის ბიჭების გამარჯვებას წამყვანი იტალიური გამოცემები გამოეხმაურნენ და მათი მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურეს. La Gazzetta dello Sport-ის პირველ გვერდზე გამოსახულია ფოტოსურათი, რომელზეც იტალიელები ბარელას გოლს აღნიშნავენ და ასეთი წარწერებიც გვხვდება:

„ოლე იტალია.

ბელგია დამარცხებულია, საფეხბურთო ელიტაში დავბრუნდით.

სამშაბათს უემბლიზე ესპანეთთან ნახევარფინალი გველის.

ბრძოლა მიუნხენში, აძური ფანტასტიკური იყო“.

Corriere dello Sport-ის პირველ გვერდზე ლორენცო ინსინიეს ვხედავთ, რომელიც გოლს აღნიშნავს და გამოცემას უჭირს, დაიჯეროს, რომ „სკუადრა აძურამ“ ასეთ წარმატებას მიაღწია.

„მითხარით, რომ სიმართლეა.

ფანტასტიკური იტალია მიუნხენში: ბელგია დამარცხებულია და ნახევარფინალში ვართ“.

Tuttosport რობერტო მანჩინის გუნდს აქებს.

„რა ლამაზი ხარ!

ბელგია დამარცხებულია: იტალია ნახევარფინალში ესპანეთს შეხვდება“.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და იტალიის ნახევარფინალური დაპირისპირება 6 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები