ხვიჩამ რუბინი თერთმეტმეტრიანით დააწინაურა
ამ წუთებში „ნიჟნი ნოვგოროდისა" და „რუბინის" შეხვედრა მიმდინარეობს.
„რუბინი" მატჩს მინიმალური ანგარიშით იგებს. 32-ე წუთზე ანგარიში გუნდის ქართველმა ლეგიონერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანით გახსნა, რომელიც თავადვე გამოიმუშავა.
სეზონის განახლების წინ ეს გოლი პირველია რუბინის 20 წლის ქართველი ლეგიონერისთვის.