Aa Aa
25 ივნისი 2021  |  11:26

ევროპის ჩემპიონატი - მოკრივეების ოთხი მედალი

22 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოკრივეებმა წარმატებით იასპარეზეს და იტალიიდან სამშობლოში ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდებიან.

ჩემპიონატების ვიცე-ჩემპიონები არტიომ იორდანიანი და ნიკოლოზ ბეგაძე გახდნენ.

91 კილოგრამ კატეგორიის ფინალში არტიომ იორდანიანმა რუს ვლადიმერ უზუნიანთან წააგო.

ფინალამდე ქართველმა მოკრივემ იტალიელი რობერტო ლიცი , ფრანგი ვილფრიდ ფლორენტინი , ირლანდიელ ჯეკ მიქაელ მარლი დაამარცხა.

+91 კილოს ფინალი კი რუსთაველმა ნიკოლოზ ბეგაძემ უკრაინელ დმიტტო ლოვჩინსკისთან დათმო. 

საჩემპიონო ბრძოლამდე ქართველმა მოკრივემ  სერბ სანელ ჰასანოვიჩსა და ესპანელი დრისი ეაუბი ღადფას აჯობა.

ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები არტიუშ გომციანმა და ანა ხუნჯუა მოიპოვეს.

ნახევარფინალურ შეხვედრებში ხუნჯუამ ფრანგ კაროლინ კრუველისთან წააგო, ხოლო გომციანმა ნედერლანდელ მუსტაფა აკრასთან

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში