ყინული გალღვობას იწყებს - რეალი და რამოსი შესაძლოა შეთანხმდნენ
Aa
Aa

ყინული გალღვობას იწყებს - რეალი და რამოსი შესაძლოა შეთანხმდნენ

სერხიო რამოსსა და მადრიდის „რეალს“ შორის შესაძლოა ურთიერთობა ცოტათი დათბეს და კაპიტანი გუნდში დარჩეს.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელი ამჟამად „რეალის“ მიერ შექმნილ პირობებს ეთანხმება, მაგრამ კლუბს მიაჩნია, რომ შეთავაზების ვადა ამოიწურა.

როგორც ირკვევა, პარასკევს რამოსსა და ფლორენტინო პერესს შორის შეხვედრა შედგა. მხარეებმა განიხილეს არსებული ვითარება და შეხვედრის ბოლოს გაირკვა, რომ „რეალი“ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მზადაა სერხიოსთვის კიდევ ერთი შეთავაზება გააკეთოს.

As-ის ცნობით, კლუბს სერიოზულად აწუხებს რაფაელ ვარანის გარშემო შექმნილი ვითარება, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს. „ბლანკოსს“ ამ ზაფხულს ფრანგის გაყიდვა შეუძლია, თუ ფეხბურთელი კლუბის წინადადებას კვლავ უპასუხოდ დატოვებს.

ასეთ შემთხვევაში „რეალი“ უკან იხევს და სიფრთხილეს იჩენს - კლუბს რამოსის შენარჩუნება უღირს, რადგან ვარანის გაყიდვის შემდეგ, პლუს კაპიტნის დაკარგვა უკანა ხაზში სერიოზულ პრობლემებს გააჩენს.

წყაროს ცნობით, თუ, რამოსი გუნდში დარჩენის სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს, „რეალი“ მზადაა მას ახალი შეთავაზება გაუკეთოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 35 წლის მცველმა ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა (ორივე პენალტიდან).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები