ნოვაკ ჯოკოვიჩი :
Aa
Aa

ნოვაკ ჯოკოვიჩი : "არასდროს მიფიქრია,რომ ამ ბიჭებს როდისმე დავეწეოდი"

დასრულდა 2021 წლის „როლან გაროსის“ ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტეფანოს ციციპასს შორის.

სერბმა ჩოგბურთელმა 5-სეტიანი დრამატული მატჩი 6:7 2:6 6:3 6:2 6:4 მოიგო და ისტორიაში მეორე საფრანგეთის ღია პირველობის ტიტულს დაეუფლა. საერთო ჯამში კი ნოვაკს 19 დიდი სლემი დაუგროვდა.

ძალიან ამაყი ვარ ამ შედეგით. მე შევედი ისტორიაში სპორტის იმ სახეობაში,რომელიც ძალიან მიყვარს. რაც მოხდა ამ 48 საათში ეს დაუჯერებელია. გუშინწინ მოვუგე რაფას თავის კორტზე და დღეს კიდევ მორიგი ტიტული მოვიპოვე. ციციპასი თამაშობდა თავისი პირველი დიდი სლემის ტიტულისთვის,რაც ნამდვილად ადვილი არ არის. მატჩის მიმიდნარეობის დროს ჩემს თავს ყოველთვის ველაპარაკები. ერთი ხმა ყოველთვის მეუბნება,რომ მატჩს წავაგებ და ყველაფერი დასრულებულია. 2 სეტის შემდეგ ის ნამდვილად ბედნიერი იყო,მაგრამ შემდეგ გაიღვიძა მეორემ რომელსაც ჩემი მოგების სჯეროდა და მან მეც გამომაფხიზლა. არასდროს მიფიქრია,რომ ამ ბიჭებს როდისმე დავეწეოდი. ახლა მხოლოდ ერთი დიდი სლემის მოგება მაშორებს. მაგრამ ისინი აგრძელებენ თამაშს და საკმაოდ კარგადაც. განსაკუთრებით კი რაფა.“- განაცხადა ჯოკოვიჩმა

ჯოკოვიჩის განვლილი გზა

პირველი წრეში „ნოლე“ ტენის სანდგრენს შეხვდა და სამ სეტში 6:2 6:4 6:2 გაიმარჯვა. მეორე წრეში ჯოკოვიჩი პაბლო კუევასს გაუსწორდა 6:3 6:2 6:4. ურუგვაელის შემდეგ ბერანკისის ჯერი დადგა.

ნოვაკმა მას შანსი არ დაუტოვა და 6:1 6:4 6:1 გაანადგურა. ამის შემდეგ დრამატული მერვედფინალის ჯერი დადგა. სერბი ჩოგბურთელი მუსეტის გადაეყარა და პირველი ორი სეტი ტაი-ბრეიკზე დათმო. ამის შემდეგ ჯოკოვიჩი გამოფხიზლდა და ზედიზედ ორი სეტი მოიგო. გადამწყვეტ ნაწილში კი მუსეტი დანებდა. მეოთხედფინალში ნოვაკის მეტოქე მატეო ბერეტინი იყო, რომელიც 4 სეტში 6:3 6:2 6:7 7:5 დაამარცხა.

ნახევარფინალში კი, როგორც უკვე მოგახსენეთ რეიტინგის პირველი ნომერი გრუნტის მეფეს, რაფაელ ნადალს შეხვდა. 4-სეტიან დრამატული დაპირისპირება ნოვაკმა 3:6 6:4 7:6 6:2 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები