Aa
Aa

"ტირილის მიზეზს ვერ ვხედავ" - ციციპასი ჯოკოვიჩთან მატჩის შემდეგ

დასრულდა 2021 წლის „როლან გაროსის“ ფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩსა და სტეფანოს ციციპასს შორის. სერბმა ჩოგბურთელმა 5-სეტიანი დრამატული მატჩი 6:7 2:6 6:3 6:2 6:4 მოიგო და ისტორიაში მეორე საფრანგეთის ღია პირველობის ტიტულს დაეუფლა. ბერძენი ჩოგბურთელი 2:0-ს იგებდა, თუმცა ყველაფერი მის საპირისპიროდ შემოტრიალდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ციციპასმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ციციპასმა?

„მჯერა, რომ შემიძლია ბრძოლა დიდი სლემის ტიტულებისთვის. მიუხედავად დღევანდელი წაგებისა, ჩემი თავის და თამაშის მჯერა. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვან ტიტულს მალე მოვიგებ. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ ვერ უნდა შევძლო ეს.

არ ვფიქრობ, რომ მოდუნებული ვიყავი და თამაშში რაიმე შევცვალე. უბრალოდ იგივე ტემპი შევინარჩუნე. მეორე სეტის შემდეგ ჯოკოვიჩმა კორტი დატოვა და ჩემთვის მოულოდნელად სულ სხვა მოთამაშე დაბრუნდა.

დღეს მივხვდი, რომ რა ანგარიშიც არ უნდა იყოს მატჩი დასრულებული იქამდე არ არის, სანამ სამ სეტს არ მოიგებ. ორი მოგებული სეტი არაფერს ნიშნავდა. ნოვაკმა იდეალურად ითამაშა. სივრცეებს არ მიტოვებდა და მქონდა შეგრძნება, რომ ის ჩემს თამაშს წინასწარ კითხულობდა.

არაფერს ვნანობ. შემეძლო მეტირა, მაგრამ ტირილს მიზეზს ვერ ვხედავ. მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე. უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი.“

შეგახსენებთ, რომ სტეფანოს ციციპასისთვის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალი სადებიუტო იყო. აქამდე ბერძენი ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში არასდროს ყოფილა. იმასაც გეტყვით, რომ ამჟამად 22 წლის ბერძენი ATP რეიტინგში 7980 ქულით მე-4 პოზიციაზე აღზევდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები