Aa Aa
13 ივნისი 2021  |  14:59

ბრინჯაოს მედლის შანსი - საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდურ ჩათვლაში საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა. ქართველთა მხრიდან ტატამზე ლაშა ბექაური, ეთერ ლიპარტელიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, მარიამ ჭანტურია, ავთანდილ ჭრიკიშვილი და სოფიო სომხიშვილი გავიდნენ.

ბექაური სედრიკ ოლივარს შეხვდა და მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. საქართველოს ნაკრები წინ ეთერ ლიპარტელიანმა და ნუგზარ ტატალაშვილმა გაიყვანეს, რომლებმაც დებერი და გაბა დაამარცხეს.

თავისი გამარჯვება მოიპოვა ავთანდილ ჭრიკიშვილმაც, რომელმაც ფრანცის დამიეს სძლია, თუმცა ჭანტურიასა და სომხიშვილის მარცხის შემდეგ, ანგარიში თანაბარი გახდა და მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა.

წილისყრის შედეგად ტატამზე გასვლის უფლება ჭრიკიშვილმა და დამიემ მიიღეს და ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველმა ძიუდოისტმა წარმატებას ვერ მიაღწია და 9 წამში დამარცხდა (ნებისმიერი ქულა გამარჯვების მომტანი იყო).

ამრიგად, საქართველოს ნაკრები რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას ბრაზილიასთან გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში