კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„50 წლამდეც შეუძლია თამაში“ - ჯორჯინამ რონალდუზე ისაუბრა

ჯორჯინა როდრიგესმა, კრიშტიანუ რონალდუს პარტნიორმა, ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ინარჩუნებს პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი ფეხბურთის მიმართ მოტივაციას 41 წლის ასაკში.

„ხშირად ვეუბნები: „კრიშ, შენ უკვე ისედაც ყველაფერი გაქვს, მოდი, ცოტათი მაინც დავტკბეთ ცხოვრებით“.

რაზეც ის მპასუხობს: „თქვენ ჩემთვის ყველაფერი ხართ, ფეხბურთი კი — ჩემი ვნებაა“.

დაუჯერებელია, რომ ის დღემდე ინარჩუნებს ფეხბურთის მიმართ იმავე მოტივაციას, რაც ჩვენი გაცნობის დღეს ჰქონდა.

არ არსებობს შემთხვევა, რომ მან ბოლომდე არ დაიხარჯოს. და როდესაც ხალხი კითხულობს, როდის დაასრულებს კარიერას... გულწრფელად რომ ვთქვათ, მას 50 წლამდეც შეუძლია ითამაშოს“, - აღნიშნა კრიშტიანუს საცოლემ.

რამდენიმე დღის წინ, 41 წლის კრიშტიანუ რონალდუმ უზბეკეთს დუბლი შეუსრულა და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წარმოუდგენელია, რომ კრიტიკაზე ამ ასაკშიც ბრაზდება“ - კლოპი რონალდუთი აღფრთოვანებულია
„წარმოუდგენელია, რომ კრიტიკაზე ამ ასაკშიც ბრაზდება“ - კლოპი რონალდუთი აღფრთოვანებულია