იურგენ კლოპი, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

„ბრაზილიისთვის იდეალური მწვრთნელია“ - კლოპმა ანჩელოტიზე ისაუბრა

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელია.

რას ამბობს კლოპი:

„როგორ ვაფასებ ანჩელოტის მუშაობას ბრაზილიაში? ძალიან კარგად. მე რომ ბრაზილიელი ვიყო და ნაკრებისთვის იდეალური მწვრთნელის დასახელება მთხოვონ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვუპასუხებდი - კარლოს. შეუძლია, რომ ნებისმიერ ნაკრებს მხოლოდ წარბის აწევით უხელმძღვანელოს. ვფიქრობ, ბრაზილიას დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ვიღაცამ მისი სრულად გამოვლენის საშუალება უნდა მისცეს. მათ ტაქტიკური დისციპლინა აკლიათ და არ არსებობს სხვა, უფრო შესაფერისი ადამიანი, ვინც მათ დახვეწასა და განვითარებაში დაეხმარება. კარლო საოცარია, ბრაზილიელებს გაუმართლათ“.

მსოფლიო ჩემპიონატზე, ბრაზილიის ნაკრებმა C ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. კარლო ანჩელოტის გუნდმა პირველ ტურში მაროკოსთან ფრედ, 1:1 ითამაშა, მეორე ტურში ჰაიტის 3:0 მოუგო და დასკვნით ტურში შოტლანდია იდენტური ანგარიშით, 3:0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვინისიუსის დუბლი და ნეიმარის დაბრუნება - ბრაზილიამ შოტლანდიას მოუგო
ვინისიუსის დუბლი და ნეიმარის დაბრუნება - ბრაზილიამ შოტლანდიას მოუგო