ბონუჩი:
Aa
Aa

ბონუჩი: "გასახდელში ვთქვით, რომ სუფთა გონება და ცხელი გული გვჭირდება"

ევროპის ჩემპიონატი თურქეთისა და იტალიის მატჩით გაიხსნა. რომში „სკუადრა აძურამ“ ის თამაში აჩვენა, რომელსაც მილიონობით ქომაგი ელოდა. რობერტო მანჩინის ბიჭებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს.

შეხვედრის შემდეგ ლეონარდო ბონუჩიმ პრესასთან ისაუბრა და პირველი სამი ქულა შეაფასა:

„როდესაც ამ თავგადასავლს იწყებ გარკვეული დაძაბულობა დაგჭირდება. ემოციები. წარმოვიდგინე, რომ ყველაფერი ზუსტად ასე იქნებოდა, იმ განვლილი გზის გამო, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა.

ეს პირველი ნაბიჯია ხანგრძლივ მოგზაურობაში. მატჩები ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს არის და მეტოქეები უკეთ გაგვიცნობენ, თუმცა მჯერა, რომ ჩვენ ჩვენი სიტყვის თქმა შეგვიძლია.

გასახდელში ვთქვით, რომ სუფთა გონება და ცხელი გული გვჭირდება. ჩვენ ეს გეგმა უნდა განვახორციელოთ და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

ქომაგებთან ერთად ეს სულ სხვა ფეხბურთია. მთელი მატჩის განმავლობაში ისინი ჩვენს გულებში დანთებულ ცეცხლს ჩაქრობის საშუალებას არ აძლევდნენ.

ხვალიდან ნეგატივი გვერდით უნდა გადავდოთ და აქცენტი პოზიტივზე გავაკეთოთ. მოვემზადოთ მომდევნო მატჩისთვის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები