დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
Aa
Aa

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე 3 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

6 ივნისს, უნგრეთში, სტარტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა აიღო, სადაც გულშემატკივარი საქართველოს შემადგენლობას იხილავს. ბუდაპეშტში მინდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყანა 14  ძიუდოისტით იასპარეზებს.

დღეს, ქართველი გულშემატკივარი ვაჟა მარგველაშვილის (66 კგ) გამოსვლას იხილავს, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალია, შესაბამისად, მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. ამ ეტაპზე ასევე არ არის ცნობილი მარიამ ჯანაშვილის (52 კგ) მეტოქის ვინაობაც, ხოლო ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52) პირველ წრეში აზერბაიჯანელ სპორტსმენს, გულთაი მამადგულიევას შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი - 19:00 საათიდან.

დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს სახელით 9 მამაკაცი და 5 ქალი ძიუდოისტი გამოვა.

კაცები: ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლუკა მაისურაძე (81), ტატო გრიგალაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ვარლამ ლიპარტელიანი (100), ილია სულამანიძე (100 კგ), გელა ზაალიშვილი (+100)

ქალები: ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი (52), მარიამ ჯანაშვილი (52), ეთერ ლიპარტელიანი (57), მარიამ ჭანტურია (70), სოფიო სომხიშვილი (+78).

აღსანიშნავია, რომ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ 2 მედალი მოიპოვა. 2019 წელს საქართველოს ოქროს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა, რომელიც ამჯერად განაცხადში არ არის, ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძის ანგარიშზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები