Aa Aa
31 მაისი 2021  |  19:14

წარმატებული სტარტი - ბასილაშვილმა როლან გაროსი გამარჯვებით გახსნა

ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს „როლან გაროსზე“ წარმატებული სტარტი ჰქონდა. საფრანგეთის ღია პირველობის საწყის რაუნდში ნიკა სერბ დუშან ლაიოვიჩს დაუპირისპირდა და მეტოქე 4 სეტში დაამარცხა.

მატჩი სერბი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო და მან საწყისი 5 გეიმიდან 4 მოიგო, თუმცა პირველ პარტიაში საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა. 1:4-ის შემდეგ ბასილაშვილი ინიციატივას დაეუფლა, მიჯრით 5 გეიმი აიღო და სეტი 6:4 მოიგო.

მეორე პარტიაში ნიკამ საკუთარ ჩაწოდებაზე მოუმატა და მეტოქეს ბრეიკის განხორციელების საშუალება არ მისცა, თავად კი 2 ბრეიკპოინტი გამოიყენა და 6:3 იმარჯვა. მესამე სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა პირწმინდად დათმო. ბასილაშვილმა გეიმიც ვერ აიღო და მშრალზე წააგო - 0:6, თუმცა თამაშში დაბრუნება მოახერხა. მეოთხე პარტიაში ჩვენებური დომინირებდა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. ნიკამ 3 ბრეიკი შეასრულა, თავად 1 ჩაწოდება დათმო და 6:2, საბოლოო ჯამში კი 6:4, 6:3, 0:6, 6:2 იმარჯვა.

ცნობისთვის, მეორე წრეში ბასილაშვილი მსოფლიოს 97-ე ჩოგანს, კარლოს ალკარასს შეხვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში