26 კაციანი სია - ლიოვმა გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იოჰიმ ლიოვის ხელმძღვანელობით, ევრო 2020-ისთვის 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებს დაუბრუნდნენ მატს ჰუმელსი და ტომას მიულერი, რომლებსაც ბუნდესტიმში 2018 წლის შემდეგ აღარ უთამაშიათ.
ასევე განაცხადში მოხვდა „ბაიერნის“ 18 წლის ნახევარმცველი ჯამალ მუსიალა, რომელმაც ინგლისს გერმანიის ნაკრებში თამაში არჩია.
მეკარეები: ბერნდ ლენო, მანუელ ნოიერი, კევინ ტრაპი;
მცველები: მათიას გინტერი, რობინ გოსენსი, კრისტიან გიუნტერი, მარსელ ჰალსტენბერგი, მატს ჰუმელსი, ლუკას კლოსტერმანი, რობინ კოხი, ანტონიო რუდიგერი, ნიკლას ზიულე;
ნახევარმცველები / ფორვარდები: ემრე ჯანი, სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, ილკაი გუნდოგანი, კაი ჰავერცი, იონას ჰოფმანი, იოზუა კიმიხი, ტონი კროოსი, ტომას მიულერი, ჯამალ მუსიალა, ფლორიან ნეიჰაუსი, ლეროი სანე, კევინ ვოლანდი, ტიმო ვერნერი.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ერთად ითამაშებს.