ეროვნული ნაკრების უკეთ გასაცნობად - ვილი სანიოლი თბილისში იცხოვრებს
Aa
Aa

ეროვნული ნაკრების უკეთ გასაცნობად - ვილი სანიოლი თბილისში იცხოვრებს

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს. 2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება. 6 ივნისს ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში, ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მომავალი მატჩების წინ ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა სასტუმრო შერატონში შედგა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ფრანგმა სპეციალისტმა სიახლე დაანონსა. სანიოლის თქმით, ის უკვე გადმოვიდა საცხოვრებლად საქართველოში, გადაწყვეტილება ეროვნული ნაკრების უკეთ გაცნობითაა განპირობებული.

რა თქვა სანიოლმა?

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ თბილისში ვიცხოვრო, გავეცნო ქვეყნის კულტურას, ცხოვრების სტილსა და ყოველდღიურობას. ეს ეროვნულ ნაკრებთან უკეთ მუშაობაში დამეხმარება.

მინდა, მადლობა  ვუთხრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც გადაწყვეტილების მიღების დროს მხარში დამიდგა".

43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე წლის 15 თებერვალს დაამტკიცა. სპეციალისტსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მომავალ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი),ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო).

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო).

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი).

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

აღსანიშნავია, რომ მომდევნო ორ შეხვედრაში ტრავმის გამო, ნაკრებს კაპიტანი, ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. 

ამხანაგური მატჩების განრიგი:

2 ივნისი | 22:45
რუმინეთი v საქართველო

6 ივნისი | 20:00
ნიდერლანდები v საქართველო.

2 ივნისს რუმინეთისა და საქართველოს მატჩს ქალაქი პლოიეშტი უმასპინძლებს, 6 ივნისს კი ქართველი ფეხბურთელები ქალაქ ენსხედეში, ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები