U21 ევრო: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სლოვაკეთში მიმდინარე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე დღეს საქართველოს ნაკრები ჯგუფის პირველ შეხვედრას გამართავს და პოლონეთს დაუპირისპირდება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რამაზ სვანაძის მიერ შერჩეული პირველი სასტარტო 11-ეული.
4-3-3: ხარატიშვილი - აზაროვი, საზონოვი, ხვადაგიანი, მაისურაძე - ლომინაძე, გაგნიძე, სიგუა - ოდიშარია, კვერნაძე, აბუაშვილი.
როგორც მოგეხსენებათ, რამაზ სვანაძემ ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე სამი ცენტრალური მცველი დაკარგა. ტრავმების გამო ნაკრებს - ნიკოლოზ უგრეხელიძე, საბა გოგლიჩიძე და ლუკა ლაცაბიძე დააკლდება.
C ჯგუფში პარალელურად ჩვენი მეტოქეებიც ითამაშებენ - პორტუგალია საფრანგეთს დაუპირისპირდება. ის მატჩიც 23:00-ზე დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი14 ივნისს საფრანგეთს და 17 ივნისს პორტუგალიას შეხვდება.