მასიმო ოდო გარდაცვლილ მეგობარს ემოციური პოსტით დაემშვიდობა...
ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად "პესკარას" მთავარი მწვრთნელი, მასიმო ოდო, რომელიც კარიერს მანძილზე იტალიის ნაკრების გარდა, "ლაციოსა" და "მილანის" ღირსებას იცავდა, თავის მეგობარს ემოციური პოსტით დაემშვიდობა.
მოგეხსენებათ, გასულ კვირას იტალიაში მძლავრი მიწისძვრა მოხდა, რომლის ზემოქმედებითაც პესკარასთან ახლოს არსებული სასტუმრო Rigopiano დაინგრა და დაშავებულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ.
ნაპოვნია 11 გარდაცვლილის ცხედარი, რომელთაგანაც ერთ-ერთი ოდოს მეგობარი და ხსენებული სასტურმოს მფლობელი, რობერტო დელ როსოა.
"ეს მხოლოდ სიკვდილი არაა, ეს ტრაგედიაა. დაახლოებით ერთი თვის წინ რობერტო საქმეს ჩვეული ენთუზიაზმით აკეთებდა. მისი თვალები ისე გამოიყურებოდა, როგორც ბავშვის წრფელი თვალები, რომელსაც მომავლის დიდი იმედი აქვს. ახლა კი აღარაფერია, იგი გარდაიცვალა და დაგვტოვა. მშვიდობით განისვენე მეგობარო". - დაწერა ოდომ "ინსტაგრამზე" და რობერტო დელ როსოსთან გადაღებული ბოლო ფოტო გამოაქვეყნა.

მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით