ტერ შტეგენის ინტერვიუ: გერმანიის ნაკრები, ნოიერთან კონკურენცია, 2:8...
Aa
Aa

ტერ შტეგენის ინტერვიუ: გერმანიის ნაკრები, ნოიერთან კონკურენცია, 2:8...

მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა პრესასთან სანაკრებო თემებზე ისაუბრა. გერმანელმა გოლკიპერმა „ბაიერნთან“ მტკივნეული (2:8) მარცხიც გაიხსენა:

ევროპის ჩემპიონატი - კონკურენცია მანუელ ნოიერთან

„ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ ერთი პოზიციაა. ყველამ იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში მე ყოველთვის იქ ვიქნები. იმ წუთისთვის მზად ვიქნები. მე საკუთარ თავზე ავიღებ პასუხისმგებლობას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.

ნოიერს ტრავმის გარეშე თამაშს ვუსურვებ. ეს საკითხი გავლენას არ ახდენს პირად ურთიერთობებზე, ჩვენ გუნდურად კარგად უნდა ვიმუშაოთ. მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია შედეგის მიღწევა. ეს შესაძლებელი იქნება თუ გუნდს მხარს ვუჭერთ, თუნდაც სათადარიგო სკამზე ან ტრიბუნებზე ყოფნის დროს“.

ნაკრების პირველი მეკარე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ?

„ჯერ უნდა დაველოდოთ ევროპის ჩემპიონატს, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკვე ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგ.

თითოეულ მოთამაშეზეა დამოკიდებული ითამაშებს, თუ არა ის ეროვნულ ნაკრებში. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი უცვლელად რჩება. მინდა, რომ ნაკრებში ადგილი დავკიმკვიდრო და „ბარსელონაში“ კარგად ვითამაშო“.

ბაიერნმა ბარსა 8:2 გაანადგურა, ესპანეთმა კი გერმანიას 6:0 მოუგო - რას ფიქრობენ ესპანეთში გერმანულ ფეხბურთზე

„აქ გერმანულ ფეხბურთს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ბაიერნმა“ გააკეთა. „ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ მიმართ დიდ პატივისცემას ავლენენ.

„ბაიერნთან“ 2-8 დამარცხებამ ძალიან დიდი ტკივილი მოგვაყენა, ეს ჩვენს სიამაყეს ვნებს. არ მინდა ამის უარყოფა. ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე იმ მომენტში „ბაიერნის“ შეჩერება ვერ შევძელით. ამასთან დაკავშირებით გულწრფელები უნდა ვიყოთ.

რაც შეეხება 0:6-ს ესპანეთთან, იმ თამაშის შემდეგ, ბევრი კითხვა გაჩნდა. მათ შორის ესპანეთში. ბევრმა კოლეგამ მკითხა: „მარკ, რა ხდება შენთან? როგორ შეიძლება ეს მომხდარიყო?“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები