Aa Aa
4 მაისი 2021  |  22:10

უეფას ანგარიში - რომელმა კლუბმა გამოიმუშავა ყველაზე მეტი ჩემპიონთა ლიგაზე?

უეფამ ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა და ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გასულ სეზონში კლუბების მიერ გამომუშავებული თანხა დაასახელა.

საინტერესოა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტით „პარი სენ-ჟერმენი“ გამდიდრდა და არა ტურნირის გამარჯვებული, მიუნხენის „ბაიერნი“. ფრანგულმა გრანდმა 126.8 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო „რეკორდმაისტერმა“ – 125.4 მილიონი ევრო.

მესამე ადგილს 100.25 მილიონი ევროთი „ბარსელონა“ იკავებს, ხუთეულს კი „მანჩესტერ სიტი“ და „ატლეტიკო“ ასრულებენ. „ქალაქელები“ – 94.74 მილიონი ევრო, „როხიბლანკო“ – 91.454 მილიონი ევრო.

ევროპა ლიგის გამარჯვებულმა, „სევილიამ“ 34.6 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან გადართული „ინტერის“ სარგებელი კი 61.3 მილიონ ევრო გახლდათ - 44.5 მილიონი ევრო ჩემპიონთა ლიგიდან, 16.6 ევროპა ლიგიდან.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის სრული საპრიზო ფონდი 1 მილიარდ 646 მილიონი ევრო იყო, ევროპა ლიგაზე კი - 478 მილიონი. კორონავირუსის გამო ორივე მაჩვენებელი წინა სეზონში დაფიქსირებულ შედეგზე დაბალია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში