რუდი დამარცხებულია - ბასილაშვილი ფინალშია!
Aa
Aa

რუდი დამარცხებულია - ბასილაშვილი ფინალშია!

BMW OPEN-ის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი კასპერ რუდს დაუპირისპირდა და ძალიან მარტივად ორ სეტში 6:1 6:2 დაამარცხა. ქართველი ჩოგბურთელი ფინალში გავიდა, სადაც იან-ლენარდ შტრუფს შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში ივაშკას აჯობა.

ნიკოლოზმა მატჩი აქტიურად დაიწყო, სულ მალე მოიპოვა უპირატესობა და მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუდს არანაირი შანსი არ ჰქონია. შეხვედრა 1 საათი და 12 წუთი გრძელდებოდა.

ბასილაშვილი VS შტრუფი

ეს მოთამაშეები ისტორიაში 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 3-ჯერ ქართველმა ჩოგბურთელმა იმარჯვა, ხოლო 4-ჯერ გერმანელმა. მათი უკანასკნელი დაპირისპირება კი რამდენიმე კვირის წინ კალიარის ტურნირზე მოხდა, სადაც ბასილაშვილმა ორ სეტში 7:5 4:6 6:3 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზს დღეს ზედიზედ ორი მატჩის გამართვა მოუწია, რადგან მისი მატჩი გომბოსის წინააღმდეგ გადაიდო და დღეს ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები