Aa Aa
22 აპრილი 2021  |  16:10

ზიდანი: "ჩემპიონობისთვის ბრძოლას განვაგრძობთ"

ზინედინ ზიდანმა „კადისთან“ მოგებული (3:0) მატჩის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და გუნდის თამაშით კმაყოფილება გამოხატა:

„შანსები ჯერ კიდევ ორივე ტურნირზე გვაქვს შენარჩუნებული და ბრძოლას ვაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განვაგრძობთ, თუმცა ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი.

სამი ცენტრალური და ორი განაპირა მცველით ვითამაშეთ. ამან კარგად იმუშავა. ყველას აქვს თავისი აზრის ქონის უფლება ტაქტიკასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენთვის მთავარი იყო, რომ კარგად ვიცავდით და ვუტევდით. 3 მატჩია გოლი არ გაგვიშვია და ეს ძალიან კარგია.

ბენზემა? აღფრთოვანებული ვარ მისი საშემსრულებლო ოსტატობით. ყველამ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენი გუნდისთვის და არა მხოლოდ გოლების გამო.

ბენზემა თანაგუნდელებზე დადებით გავლენას ახდენს. მის თამაშს დიდი სიამოვნებით ვუყურებ. იმედი მაქვს, რეალი მისი თამაშით სიამოვნების მიღებას კიდევ დიდი ხნით განაგრძობს.

მოდრიჩი? მან ზურგში ტკვილი იგრძნო, მაგრამ არამგონია რაიმე სერიოზული იყოს. ხვალ ვნახავთ რა მდგომარეობა იქნება“.

„რეალი“ შაბათს მადრიდში „ბეტისს“ უმასპინძლებს, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისთან“ ნახევარფინალი ელოდებათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში