5-0-ს იგებდა, მაგრამ... - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
Aa
Aa

5-0-ს იგებდა, მაგრამ... - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრი, ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში ვიხილეთ,  მაგრამ სამწუხაროდ, ვეტერანი ქართველი ოქროს მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

ჩვენებური ფალავანი ნახევარფინალში სულეიმან კარადენიზს დაუპირისპირდა და 5:7 დამარცხდა. ოდიკაძემ პირველი პერიოდი შესანიშნავად ჩაატარა და 5:0-ს იგებდა, თუმცა დაღლილობამ თავისი ქნა. თურქმა შეხვედრა შემოატრიალა, მეორე პერიოდში დიდ უპირატესობას ფლობდა და საბოლოოდ, 7:5 იმარჯვა.

ნახევარფინალში მარცხის შემდეგ, ოდიკაძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაერთვება და მესამე ადგილისთვის ხვალ იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხვალ კიდევ ერთ ქართველს, ნიკა კენჭაძეს ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები